ტელეკომ სერვისი კომუნიკაციის სფეროში საქმიანობს 2018 წლიდან. ამ პერიოდში წარმატებით შეასრულა მრავალი პროექტი როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის და სუსტი დენების დაპროექტების, ასევე მათი მშენებლობის კუთხით. კომპანია დაკომპლექტებულია კავშირგაბმულობის სფეროში 15 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ინჟინრებით, რაც განაპირობებს სამუშაოების კვალიფიციურად და საერთაშორისო ხარისხის შესაბამისად შესრულებას.

ტელეკომ სერვისი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოში ტელეკომუნიკაციის სფეროში წამყვან ბრენდებთან რაც განაპირობებს საუკეთსო ხარისხის პროდუქციის საუკეთესო ფასად მიწოდებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.